ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორ გია შაიშმელაშვილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატი 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

ბრალდებული თეკლა გერსამია დანაშაულს არ აღიარებს. პროკურორმა და ადვოკატმა კომენტარი არ გააკეთეს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. 24 წლის ქალმა მეუღლეს დაზიანებები დანით მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756120404

ახალი ამბები

თბილისში კაცმა ცოლი მოკლა - პოლიციამ ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბ...

პოლიცია, ლენტი

1756117636

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: მამუკა მდინარაძე არის გამორჩეული პროფესიონალი, განსაკუთრებული ლიდერული უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება წარმატებული ხელმძღვანელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის

კადრების გადაადგილება არის ჯანსაღი და ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მ...

დავით მათიკაშვილი

1756116543

ახალი ამბები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „ეთიკის კოდე...

ცენტრალური საარჩევნო კომისია

1756115095

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრ...

დავით ჩიხელიძე

1756113240

ახალი ამბები

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა