დავით მათიკაშვილი: მამუკა მდინარაძე არის გამორჩეული პროფესიონალი, განსაკუთრებული ლიდერული უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება წარმატებული ხელმძღვანელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის

კადრების გადაადგილება არის ჯანსაღი და ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურის დასახელებაზე საუბრისას.
„ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დაწვრილებით ახსნა გადადგომის მიზეზები, ის ახალი სტატუსი, რომელიც მას ექნება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ფასდაუდებელია მისი ანალიტიკური უნარ-ჩვევები, ის გამოცდილება, რომელიც ბატონმა ანრიმ დააგროვა წლების განმავლობაში და ის აუცილებლად გამოადგება ახლი ფუნქციების შესრულებაში.
რაც შეეხება სუს-ის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას, ბატონი მამუკა მდინარაძე არის გამორჩეული პროფესიონალი, ის არის განსაკუთრებული ლიდერული უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული ადამიანი. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ახალ პოზიციაზე, რაზეც მას საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა აუცილებლად ექნება, ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ხდება. მის კანდიდატურას პრემიერ მინისტრი პარლამენტს წარუდგენს. საპარლამენტო პროცედურების შემდეგ კი, ის სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს ცვლის.
1756113240
ახალი ამბებიპროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....
1756111617
ახალი ამბებიპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამი...
1756109029
ახალი ამბებივინ არის ბექა კობახიძე? - ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპიკერად იყენებს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, ბექა კობახიძე, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების შესახებ. რ...
1756108868
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწა...
1756107166
ახალი ამბებიმეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს
მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინ...