დავით ჩიხელიძე: საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში. ქვეყნის მაჩვენებლები აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის და ნატოსა თუ ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფოს მონაცემებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე განცხადებით, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები იმის მტკიცებულებაა, რომ მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებს და ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის გაძლიერება და გამჭვირვალობა, ქვეყნის განვითარების მთავარ ღერძად რჩება. ასევე, ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ პარადოქსულია, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეების ნაწილის მიერ საქართველოს წარმატებების უგულებელყოფა.
„საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში. ქვეყნის მაჩვენებლები აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის და ნატოსა თუ ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფოს მონაცემებს.აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა არ ეფუძნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის შეფასებას. იგი აერთიანებს ისეთი გავლენიანი სუბიექტების მონაცემებს, როგორებიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტები. ეს კიდევ უფრო ზრდის რეიტინგის სანდოობას და მნიშვნელობას.საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები მტკიცებულებაა იმისა, რომ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა სწორად არის ორიენტირებული: ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის გაძლიერება და გამჭვირვალობა ქვეყნის განვითარების მთავარ ღერძად რჩება.თუმცა, პარადოქსულია, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეების ნაწილი საქართველოს წარმატებებს ხშირად უგულებელყოფს, მაშინ როცა სწორედ მათი დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში იკვეთება ქვეყნის რეალური პროგრესი და ლიდერობა რეგიონში. ეს წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში ობიექტური მონაცემები ყოველთვის არ არის წამყვანი ფაქტორი.საქართველოს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე ქვეყანამ, დიდი გამოწვევების მიუხედავად, რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს და საერთაშორისო ინდექსებში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენოს", - წერს დავით ჩიხელიძე.
1756113240
ახალი ამბებიპროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....
1756111617
ახალი ამბებიპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამი...
1756109029
ახალი ამბებივინ არის ბექა კობახიძე? - ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპიკერად იყენებს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, ბექა კობახიძე, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების შესახებ. რ...
1756108868
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწა...
1756107166
ახალი ამბებიმეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს
მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინ...