კახა კალაძე: გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გახარიასა და „ლელოს“ წინასაარჩევნო გაერთიანებას არ ჰყავს ის კანდიდატები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
ამასთან, მისი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა პოლიტიკას ემხრობიან ეს პარტიები.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს როგორც მერების, ასევე საკრებულოებში წარმოდგენილი კანდიდატებით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან.
ისიც არის, რომ არ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, თუმცა ყველაზე მთავარი ის პოლიტიკაა, რომელსაც ეს კონკრეტული პარტიები ემხრობიან“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, რომ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ გარკვეულ ოლქებში კანდიდატების მოძიება ვერ შეძლეს.
თბილისის მერის განცხადებით, გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს პოლიტიკურ ველზე ადგილი არ არის.
„ჩვენ ვიცით, თუ როგორ და საიდან იმართებიან ეს ადამიანები. საქართველოში წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურად წარმატების მიღწევა შეძლო, როდესაც ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, ხარ აგენტი და იმართები გარედან, მიდიხარ ყველაფერზე, თუნდაც შენი ქვეყნისა და შენი ხალხის წინააღმდეგ. ეს წარმოუდგენელია, ასეთი პოლიტიკოსებისა და, ზოგადად, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1757062553
ახალი ამბებინინო ენუქიძე: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში კერძო სექტორი ძალიან აქტიურად ჩაერთო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების...
1757059895
ახალი ამბებიკახა კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: თუ მათ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს
„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, შეიწყალა ორი დამნაშავე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზა...
1757059131
ახალი ამბებიალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე: ამაზე უარის თქმა ტექნიკურად შეუძლებელია
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან შეწყალებაზე უარის თქმა ტექნიკურად შეუძლებელია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მამუკა ხაზარ...
1757056871
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს
საქართველოს მთავრობა ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს. სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთ...
1757054790
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვ...