ნინო ენუქიძე: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში კერძო სექტორი ძალიან აქტიურად ჩაერთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, პროგრამამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ჩართულია სპორტის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა შეიძლება შეეხოს სკოლებსაც და მათი სტადიონების რეაბილიტაციას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
მისივე განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ბევრი განაცხადი შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი არის ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მიწაზე დაიგეგმა ორი სტადიონის, ასევე პადელის მოედნების მშენებლობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
„სასიხარულოა, რომ ძალიან აქტიურად ხდება კერძო სექტორის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა, ბევრი ინტერესი ფიქსირდება კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად, დედაქალაქი და ქვეყნის თითოეული ქალაქი, სოფელი თუ დაბა მიიღებს შესაბამის, ახალ სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც, პირველ რიგში, თითოეული მოქალაქისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სახელმწიფოსგან 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით შპს „სპორტის აკადემია 2025“ -ს გადაეცა, რომელიც უეფას სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მინიმუმ ორი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. გადაცემულ ქონებაზე დაგეგმილია ღია და დახურული სტადიონის, პადელის მოედნების, ავტოსადგომისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
1757060505
ახალი ამბებიკახა კალაძე: გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გახარიასა და „ლელოს“ წინასაარჩევნო გაერთიანებას არ ჰყავს ის კანდიდატები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს. ამასთან...
1757059895
ახალი ამბებიკახა კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: თუ მათ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს
„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, შეიწყალა ორი დამნაშავე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზა...
1757059131
ახალი ამბებიალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე: ამაზე უარის თქმა ტექნიკურად შეუძლებელია
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან შეწყალებაზე უარის თქმა ტექნიკურად შეუძლებელია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მამუკა ხაზარ...
1757056871
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს
საქართველოს მთავრობა ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს. სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთ...
1757054790
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვ...