შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ნ.გ., 1989 წელს დაბადებული ო. ქ. და 1998 წელს დაბადებული ო.თ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დაკავებული ო.ქ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით, ხოლო ნ.გ. ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
რაც შეეხება ო.თ. - ს, მას თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით ეძებდნენ.
დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ქ. თბილისში, ხოლო ნ.გ. და ო.თ. ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
1757052355
ახალი ამბებიპრეზიდენტი: მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყ...
1757018523
სპორტისაქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფშია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა, თუმცა რჩებოდა მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისთვის საჭირო იყო ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთს...
1757017970
საზოგადოებავოლსკი: ერთადერთი ვინც მოიგო, იყო სააკაშვილი. როგორც რუსეთის მაგინებელი, წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა, იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რასაც უნდოდა აკეთებდა - რომ არა ივანიშვილის გააქტიურება, სააკაშვილი იქნებოდა და იქნებოდა
როდესაც ხარ დაფინანსებული, ხარ ვალდებული, რომანტიზირებული, რევოლუციური იდეით შეპყრობილი, გაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც ინფორმაცია ნაკლები გაქვს, მაგრამ მონაწილეობ რაღაც პროცესში, რომელიც შენ პიროვნე...
1757017384
მსოფლიოჯორჯია მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ლიდერთა შეხვედრაში ვიდეო-კავშირით მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის მთავრობა ავრცელებს. მელონიმ კიდევ ერთხელ წარადგინა...
1757016286
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუმტკიცოს სენატორებს, რომ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ითხოვდნენ ინვესტიციის ჩადებას, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა?! ეს ხომ ცრუპენტელობა და უსამშობლობაა?!
რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუმტკიცოს სენატორებს, ჰელსინკის კლუბს, რომ „შუა დერეფანი“ არსებობს, ჩინეთის ინტერესები არის, სხვისი არავისი და ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იყვნენ და ითხ...