კახა კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: თუ მათ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს

„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, შეიწყალა ორი დამნაშავე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.

მანვე განმარტა, რა მოტივი ამოძრავებდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აღნიშნული პოლიტიკოსების შეწყალებისას.

„მათ შეწყალებას არანაირ ლეგიტიმაციასთან არ აქვს კავშირი. ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, არა აგენტურას, არა ბოროტებას და ომში ჩათრევას. შესაბამისად, იგივეა ახლა. თუ მათ არ აქვთ სურვილი შეწყალების, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს.

პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მისი მხრიდან მათ მიმართ კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონის დაცვა მართებს ყველას, მიუხედავად სტატუსისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ რაღაც დონის ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. რატომ უნდა გიხაროდეს ვინმეს დაკავება, თუმცა, ტყუილად ხომ არ არიან დაკავებულები. როდესაც დანაშაულს ჩადიხარ, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის დაცვა ყველას მართებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა თანამდებობა აქვს, ეს იქნება ჟურნალისტი, ბიზნესსექტორის წარმომადგენელი და ა.შ. პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ფარი დანაშაულის ჩადენისას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757060505

ახალი ამბები

კახა კალაძე: გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გახარიასა და „ლელოს“ წინასაარჩევნო გაერთიანებას არ ჰყავს ის კანდიდატები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს. ამასთან...

 კახა კალაძე

1757059131

ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე: ამაზე უარის თქმა ტექნიკურად შეუძლებელია

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან შეწყალებაზე უარის თქმა ტექნიკურად შეუძლებელია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მამუკა ხაზარ...

ააა

1757056871

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს

საქართველოს მთავრობა ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს. სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთ...

 ევრობასკეტის მერვედფინალზე

1757054790

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვ...

შსს

1757053776

ახალი ამბები

„ბრალდებულმა ლანჩხუთში უკანონოდ შეაღწია ყვავილების მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 000 ლარამდე ოდენობის თანხას“ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული...

აა