ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ, მოვთხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ჯარიმებსა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ორიენტირებულია სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზე, რაც მოსახლეობაში ხელისუფლის მიმართ გაუცხოებას იწვევს. ქადაგიძემ კოლეგებს მოუწოდა, ჯერ ერთად იმუშაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ გამკაცრდეს კანონები ჯარიმების მიმართულებით:
„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა“, - განაცხადა ქადაგიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოებში ბიუროკრატიული ბარიერები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
„დღეს მინდა შევეხოთ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, ოჯახებსა და საზოგადოებას ერთნაირად აწუხებს. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისა და მცირე მეწარმეების ყოველდღიური ყოფა. ჩემი პოზიცია არის მყარი და უცვლელი- კანონი, წესრიგი და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტი. ამაზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და ამ პრინციპს ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობა, ბალანსი კანონსა და ადამიანის ღირსეულ ყოფას შორის. საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე ფიქრია. დღეს კი სამწუხაროდ ბევრ შეუსაბამობებს ვაწყდებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. იმის ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორების გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება. რა გამოდის - ხელოვნურად ვუძვირებთ ცხოვრებას საკუთარ საზოგადოებას? როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ჩვენს მოქალაქეებში ჩნდება გაუცხოება. ეს გაღიზიანება კი, ადრე თუ გვიან გადაიქცევა უნდობლობად მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ. ეს არის ის, რაც არავის გვინდა — არც საზოგადოებას და, დარწმუნებული ვარ, არც ხელისუფლებას. ჩვენი მიზანი ხომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა და არა ხალხთან მათი დაპირისპირება? უნდა დავფიქრდეთ - რამ გამოიწვია ჯარიმების ასეთი მკვეთრი, არაადეკვატური ზრდა? ჯარიმა ხომ სოციალურ სახელმწიფოში პრევენციას უნდა ემსახურებოდეს და არა სადამსჯელო ღონისძიებას? ჩვენ ვალდებულები ვართ, სანქციები ჩვენი მოსახლეობის მძიმე ტვირთად არ ვაქციოთ, რომ ადამიანებსა და მცირე ბიზნესს განვითარების მოტივაცია არ დავუკარგოთ. ჩვენ უნდა ვიკითხოთ - რამ განაპირობა სახელმწიფო სერვისების ასეთი გაძვირება? რა რეალური თვითღირებულება გაიზარდა მომსახურების სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოებში რომ მოქალაქეს, რომელიც ისედაც იხდის გადასახადებს, დამატებითი ფინანსური ტვირთი დავაკისრეთ? ჩვენი მოვალეობაა, ეს სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, რათა ხალხმა სახელმწიფოსგან გვერდში დგომა იგრძნოს და არა ბიუროკრატიული ბარიერები. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა. სოციალური და სამართლებრივია სახელმწიფო მაშინ, როცა აბალანსებს კანონსა და ადამიანს შორის ღირსეულ ურთიერთობას“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1779869346
ახალი ამბებითბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა
დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - ამ...
1779869274
ახალი ამბებითბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ტაძარი დ...
1779869197
ახალი ამბებიკახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს ავალებს, შეისწავლონ მეტროსადგურ „ავლაბარში“ უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა. როგორ...
1779866863
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტს ერევანში. ანალიტიკოსი წერს, რომ რუბიოს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სულ რაღაც, 4...
1779864383
მსოფლიოჩეხეთის მკვიდრმა ლატარიაში 120 მლნ ევრო მოიგო
ჩეხეთში ერთმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ჯეკპოტი Eurojackpot მოიგეს, რომლის ოდენობა 120 მლნ ევროა, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მაქსიმალური მოგების მისაღებად, Eurojackpot-ის მოსაგებად ლატარ...































