არჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ
ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიზნად ისახავენ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლა, რომ შემდეგ ცალ ფეხზე დგომით შეასრულონ პატრონების დავალებები.
„სწორედ ამიტომ, ყოველთვის დამარცხდებიან ისევე სახელოვნად, როგორც ათჯერ დამარცხდნენ არჩევნებში სხვადასხვა დონის მუნიციპალურ თუ საპარლამენტო არჩევნებში. იგივე იქნება მომავალშიც. პატრონების დავალების შესაბამისად გადალაგებები, გადმოლაგებები, შერწყმები და გარწყმები, შედეგის მომტანი ვერანაირად ვერ იქნება.
ყოველთვის ცდილობენ, საკუთარი წარმატება დააფუძნონ რომელიმე სხვა ქვეყანას და სხვა ქვეყნის თანამდებობის პირს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენას, ავიწყდებათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებები მხოლოდ ქართველები არიან. მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი ირჩევს საქართველოს ხელისუფლებას.
საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებასაც ადამიანები მხოლოდ საქართველოში იღებენ. როდესაც ცდილობენ, თავიანთი საქმიანობა რაიმე სხვა მოვლენას დაუკავშირონ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ უსამშობლობას, დამოკიდებულებას სხვა ძალებზე. ყველაფერი ისევ და ისევ მარცხისთვისაა განწირული“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1776337027
ახალი ამბებისაბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების...
1776335623
სპორტიგიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს ვაზარით სძლია და ფინალში საფრანგე...
1776333934
ახალი ამბებიხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?
ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინ...
1776333878
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თრან თჰან მანს ეროვნული ასა...
1776332211
საზოგადოებაირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებ...




























