კახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
„ოპოზიცია არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ შუალედური არჩევნების შედეგებს.
მისი განმარტებით, ოპოზიციამ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხისგან შესაბამისი პასუხი მიიღო.
„არჩევნების შედეგებმა აჩვენა ქართველი ხალხის დამოკიდებულება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ. აჩვენა ის, თუ რა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას”. ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს. ხედავთ, ვინ არიან, რა წარსული აქვთ და როგორ მოქმედებენ ეს ადამიანები. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ამჩნევს ამას. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ საიდან იმართება.
როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია და შენს სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქმედებებით და განცხადებებით საკუთარ სახელმწიფოს აზიანებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო. კონკრეტულ ადამიანებს, ორგანიზაციებს, პარტიებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეულნი, არ უნდა მიეცეთ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ პირველ რიგში, მათი ინტერესები უნდა გავატაროთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.
1791102132
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მანდატებთან ერთად, მხარდამჭერე...
1791102096
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი: როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და კითხვის ნიშნები არ არსებობს
„თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საოლ...
1791100826
მსოფლიოპიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ. „ჰილის“ ინფორმაციით, ამის მიზეზად ჰეგსეტმა დასავლეთ ნახევარს...
1791100026
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფ...
1791098159
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია, დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
„დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, სადაც ასახულია ის პროცესები, რომელიც...































