კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადოს.
როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, უფასო სასადილოების მენიუს ადგენენ დარგის სპეციალისტები და არა მერია.
„რაც შეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, რომელიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ. არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა.
შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ჩვენ რომ ადგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ ტენდერი აღნიშნულ კვებასთან დაკავშირებით, მაშინ ის რეაქცია გექნებოდათ, რომ კონკრეტული ფასია განსაზღვრული და მერია უფრო მეტით აცხადებს ტენდერს. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ ტენდერი იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1791102132
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მანდატებთან ერთად, მხარდამჭერე...
1791102096
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი: როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და კითხვის ნიშნები არ არსებობს
„თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საოლ...
1791100826
მსოფლიოპიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ. „ჰილის“ ინფორმაციით, ამის მიზეზად ჰეგსეტმა დასავლეთ ნახევარს...
1791100026
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფ...
1791098159
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია, დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
„დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, სადაც ასახულია ის პროცესები, რომელიც...































