პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“..

გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ამოიღეს ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა), 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791105483

ახალი ამბები

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 4 ოქტომბრის საქმე შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართებოდა, რის გამოც დასავლეთისგან რაიმე სახის რეაგირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მ...

კახა კალაძე

1791102132

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მანდატებთან ერთად, მხარდამჭერე...

ცოტნე ანანიძე

1791102096

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და კითხვის ნიშნები არ არსებობს

„თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საოლ...

გიორგი კალანდარიშვილი

1791100826

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ. „ჰილის“ ინფორმაციით, ამის მიზეზად ჰეგსეტმა დასავლეთ ნახევარს...

პიტ ჰეგსეტი

1791100026

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფ...

 3 პირი დააკავეს