კახა კალაძე: ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა გამოიყენოთ
ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება.
„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს
HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018 და 2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულიად უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია ანაზღაურებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა. მათგან 1 397 მამრობითი, ხოლო 1 364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.
„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს, ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია, თავი დაანებეს. სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, აღნიშნული პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1782890739
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე: გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, მერე სხვანაირი შედეგი არ დადგეს, რადგან ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო ძალადობა
„გახარიასა და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი...
1782889591
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეწვია, სადაც უწყების დირექტორს ანდრანიკ...
1782888499
მსოფლიოWSJ: დონალდ ტრამპმა ირანთან სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება განიხილა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებების გაგრძელება გადაწყვიტა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება განიხილა, ბოლო დღეებში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, გენერალ დენ კეინთან ახალი დარტყ...
1782888122
ახალი ამბებიზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია
თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვ...
1782887670
საზოგადოება6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 6 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გ...






























