ირაკლი ზარქუა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე: გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, მერე სხვანაირი შედეგი არ დადგეს, რადგან ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო ძალადობა

„გახარიასა და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საპარლამენტო ფრაქცია „გახარია-საქართველოსთვის“ მოთხოვნაზე, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

ზარქუა არ ფიქრობს, რომ თუ გამოძიება დაიწყება, ოპოზიციური ფრაქციისთვის სახარბიელო დასკვნით დამთავრდეს ყველაფერი.

„პარლამენტებში, ზოგადად, ეს ცუდია, მაგრამ ეს ხდება. საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებში, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები. ლამაზია?- არ არის ლამაზი. მისაღებია?- არ არის მისაღები, მაგრამ როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს, იქ ხდება. ვინმემ თუ აქ გამოძიება დაიწყო, არ მგონია, სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფები და მერე როგორ და რანაირად გაგრძელდა. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ქნეს, თან როდის?- როდესაც ვამთავრებდით. მანამდე, ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა და ჩვენ, მაქსიმალურად, თავს ვიკავებდით, მაგრამ ბოლოს ზღვარს გადავიდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა, რაც ბუნებრივია არ იყო ლამაზი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782888499

მსოფლიო

WSJ: დონალდ ტრამპმა ირანთან სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება განიხილა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებების გაგრძელება გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება განიხილა, ბოლო დღეებში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, გენერალ დენ კეინთან ახალი დარტყ...

დონალდ ტრამპი

1782888122

ახალი ამბები

ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვ...

ზაქარია წიკლაური:

1782887670

საზოგადოება

6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 6 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გ...

წყალსაცავებიდან ამოღებულია

1782885769

ახალი ამბები

ცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არაღიარება, სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა, კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ

თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია, - ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწე...

ცოტნე ივანიშვილი

1782885483

მსოფლიო

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

2026 წლის 1-ელ ივლისს ირლანდიამ კვიპროსისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ი...

ირლანდია