კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში მამაკაცს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.- მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773377877

მსოფლიო

ერაყში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

 ერაყში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი KC-135  ჩამოვარდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა და მეორე უსაფრთხოდ დაეშვა. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა გ...

ერაყში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

1773347038

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში გიორგი ხაინდრავა მიწერია. ახლა ვიყავი ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა

სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში, რომ გიორგი ხაინდრავა მიწერია მაგაზე არც იფიქრა არავინ. ახლა ვიყავი უკვე ევროპაში ჩემი პა...

ზოგადი

1773346117

მსოფლიო

Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ომით რუსეთმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო - კრემლი დღიურად 150 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებს

რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან დღეში 150 მილიონ დოლარამდე საბიუჯეტო შემოსავალს იღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო რუსეთმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო, - წერს გაზეთი Financial T...

Financial Times:

1773343840

ახალი ამბები

კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. თბი...

კახა კალაძე

1773342575

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა - დაშავდა ეკიპაჟის ორი წევრი

ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ავიამზიდ USS Gerald Ford-ზე გაჩენილი ხანძრის გამო ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა. ხანძარი საბრძოლო მოქმედებებს არ უკავშირდება. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრა...

 ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა