Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ომით რუსეთმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო - კრემლი დღიურად 150 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებს
რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან დღეში 150 მილიონ დოლარამდე საბიუჯეტო შემოსავალს იღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო რუსეთმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო, - წერს გაზეთი Financial Times-ი.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, მოსკოვმა უკვე მიიღო 1,3–დან 1,9 მილიარდ დოლარამდე დამატებითი შემოსავალი ნავთობის ექსპორტზე დაწესებული გადასახადებიდან მას შემდეგ, რაც ჰორმუზის ფაქტობრივმა დახურვამ ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია.
Financial Times-ის ანალიზის მიხედვით, რუსეთის მთავრობამ მარტის ბოლოსთვის, შესაძლოა, 3,3–დან 4,9 მილიარდ დოლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი „ევრონიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. “
Centre for Research on Energy and Clean Air-ის მიხედვით, რუსეთის ყოველდღიური შემოსავლები თებერვლის შემდეგ საშუალოდ 14%-ით გაიზარდა. ევროპაში დაფუძნებული ეს კვლევითი ცენტრი რეალურ დროში აკვირდება რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს.
1773335455
ახალი ამბებიხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიაში ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ
გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ პილოტები ორი დღით გაიფიცნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, ორდღიანი გაფიცვა მიუნხენისა და ფრანკფურტის მიმართულებით რეისებს შეეხება...
1773334196
ახალი ამბებისაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის...
1773333102
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: რომ იტყვიან, ამით ყველაფერი ნათქვამია. კონკრეტულად ის, რომ ქართველებს გვეუბნებიან და გვკადრებენ, ხელი საბოლოოდ ავიღოთ ეროვნულ ღირსებაზე, ადათ-წესებზე, ტრადიციებსა და სარწმუნოებაზე
„სიმართლე გითხრათ, ზუსტად ასეთ ანგარიშს ველოდებოდი, რადგანაც ძალიან გაუჭირდათ აქ საკუთარი გავლენების დამკვიდრება, ვერ დახვდათ ნოყიერი ნიადაგი, იმის მიუხედავად რომ ან ნიადაგის შექმნაში მილიონები და მილ...
1773332576
ახალი ამბებიალექსანდრე მაისურაძე - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, არ უნდა დავუშვათ ეუთოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენე...
1773330589
ახალი ამბებიაიათოლა მოჯტაბა ხამენეი: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზები უნდა დაიხუროს
აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველი საჯარო მიმართვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა წაიკითხა. აიათოლას განცხადებაშია აღნიშნულია, რეგიონში არსებული შეერთებული შტატების ბაზები უნდა დაიხუროს. ამასთან...































