კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს სტუმრობისთვის და მას წარმატებები უსურვა.

„მე განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან, ჩემს პოზიციებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ტყუილს ავრცელებენ, მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ ჩემს დამოკიდებულებაზე - ყოველთვის ვდგავარ უკრაინელი ხალხის გვერდით და სხვანაირად უბრალოდ ვერც იქნება. ძალიან განვიცდით, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, დმიტრო ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინული ოჯახების დასახმარებლად გადადგა.

„მე ძალიან ბევრი რამ მაერთიანებს საქართველოსთან. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ დავაკვირდე, როგორ შეიცვალა თბილისი თქვენი ხელმძღვანელობის დროს. თბილისი ულამაზესი ევროპული დონის ქალაქია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმუშაო თბილისში. უკრაინული მხარე და უკრაინის მთავრობა მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს ომის პირველივე დღიდან. თქვენი ინიციატივით და პირადი მხარდაჭერით, რამდენიმე ათასმა უკრაინელმა მიიღო დახმარება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკავშირდებოდა დაბინავებას, სამედიცინო მომსახურებას და სხვა საკითხებს. უკრაინელი ოჯახებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობას, ბიბლიოთეკებით, აუზებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით უფასო სარგებლობას, ასევე, პატარების გამარტივებული წესით მიღებას საჯარო საბავშვო ბაღებში. ჩვენ გვახსოვს თქვენი სიტყვები, როდესაც აღნიშნეთ, რომ იქნებით ამ ოჯახების გვერდით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება და ვიდრე უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება“, - აღნიშნა დმიტრო ბერეჟნიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773335455

ახალი ამბები

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიაში ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ

გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ პილოტები ორი დღით გაიფიცნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, ორდღიანი გაფიცვა მიუნხენისა და ფრანკფურტის მიმართულებით რეისებს შეეხება...

თვითმფრინავი

1773334196

ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის...

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია

1773333102

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: რომ იტყვიან, ამით ყველაფერი ნათქვამია. კონკრეტულად ის, რომ ქართველებს გვეუბნებიან და გვკადრებენ, ხელი საბოლოოდ ავიღოთ ეროვნულ ღირსებაზე, ადათ-წესებზე, ტრადიციებსა და სარწმუნოებაზე

„სიმართლე გითხრათ, ზუსტად ასეთ ანგარიშს ველოდებოდი, რადგანაც ძალიან გაუჭირდათ აქ საკუთარი გავლენების დამკვიდრება, ვერ დახვდათ ნოყიერი ნიადაგი, იმის მიუხედავად რომ ან ნიადაგის შექმნაში მილიონები და მილ...

ააა

1773332576

ახალი ამბები

ალექსანდრე მაისურაძე - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, არ უნდა დავუშვათ ეუთოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენე...

ალექსანდრე მაისურაძე

1773330589

ახალი ამბები

აიათოლა მოჯტაბა ხამენეი: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზები უნდა დაიხუროს

აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველი საჯარო მიმართვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა წაიკითხა. აიათოლას განცხადებაშია აღნიშნულია, რეგიონში არსებული შეერთებული შტატების ბაზები უნდა დაიხუროს. ამასთან...

აიათოლა მოჯტაბა ხამენეი