გოგა ხაინდრავა: სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში გიორგი ხაინდრავა მიწერია. ახლა ვიყავი ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა
სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში, რომ გიორგი ხაინდრავა მიწერია მაგაზე არც იფიქრა არავინ. ახლა ვიყავი უკვე ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ისე დაასანქცირეს, რომ არავინ ჩაიხედა საბუთებში და აქედან, რაც გაიგზავნეს გადაწყვეტილებაც ევრობიუროკრატებმა იმის მიხედვით მიიღეს.
„4 ქვეყნის მიერ ვარ დასანქცირებული. სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. წარმოიდგინეთ, რომ სამმა ევროპულმა ქვეყანამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისე დამასანქცირეს, რომ საბუთებში არ ჩაიხედეს. რაც აქედან გაუგზავნეს... იმიტომ, რომ კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში, რომ გიორგი ხაინდრავა მიწერია მაგაზე არც იფიქრა არავინ. ახლა ვიყავი უკვე ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა და ბუნებრივია, იქ წერია, რომ დასანქცირებული გოგა ხაინდრავაა მაგრამ ახლა სლოვაკეთის, სლოვენიის და ჩეხეთისთვის გოგა ხაინდრავა და გიორგი ხაინდრავა ერთი და იგივე პიროვნება არ არის“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, სანქციების მიზეზი როგორც ჩანს მისი მხრიდან მხილებაა კონკრეტული პროცესების, რაც გარკვეულ პირებს არ მოსწონთ.
„მხილება [არ მოსწონთ] იმ ბოროტების, რომლის მომსწრენი ვართ დღეს. დღეს, როგორც შიგნით ისე გარეთ არმაგედონია, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. დღეს მაგალითად ისრაელის ავიაციამ დაბომბა ბირთვული ობიექტი ირანის. ჩვენ ვდგავართ ერთ ნაბიჯში ბირთვული ომისგან. აქამდეც ეს არაერთხელ მითქვამს, ბევრჯერ მითქვამს ის უგუნურობა, რომელსაც ადგილი აქვს ამ ევრობუროკრატების მხრიდან. დიდი ხანია პირდაპირ ვლაპარაკობ იმას, რასაც ისინი წარმოადგენენ. ბუნებრივია, რომ ეს მათ არ მოსწონთ. მაგალითად, ფიშერი - სირცხვილი გერმანიის, ევროკავშირის სირცხვილი- ჰერჩინსკი, იქ სხვა ელჩებიც. ამის შესახებ არა ერთ ეთერში ვსაუბრობ და სოციალურ ქსელში ვწერ ხოლმე. ბუნებრივია ეს მათ არ მოსწონთ, ამიტომ იყო ეს რეაქცია. აბა რატომ უნდა დავესანქიცრებინე მე? მათ არ მოსწონთ სიმართლე, იმიტომ გებრძვიან თქვენ, იმიტომ ებრძვიან ყველას ვინც სიმართლეს ლაპარაკობს.
მათ აღიზიანებთ საქართველო, ვერ ეგუებიან იმას, რომ აღმოჩნდა პატარა ქვეყანა, რომელმაც საკუთარი ღირსება დაიცვა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ევროკავშირის დეგრადაცია მათ მიერვე მიღებულ უსამართლო რეზოლუციებში გამოიხატება.
„მინდა მივმართო მთავრობას, სად ჯანდაბაში მივდივართ, რომელ ევროკავშირზე და ნატოზე ვლაპარაკობთ? არარსებულ და აბსოლუტურად ჩამოქცეულზე?“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
1773335455
ახალი ამბებიხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიაში ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ
გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ პილოტები ორი დღით გაიფიცნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, ორდღიანი გაფიცვა მიუნხენისა და ფრანკფურტის მიმართულებით რეისებს შეეხება...
1773334196
ახალი ამბებისაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის...
1773333102
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: რომ იტყვიან, ამით ყველაფერი ნათქვამია. კონკრეტულად ის, რომ ქართველებს გვეუბნებიან და გვკადრებენ, ხელი საბოლოოდ ავიღოთ ეროვნულ ღირსებაზე, ადათ-წესებზე, ტრადიციებსა და სარწმუნოებაზე
„სიმართლე გითხრათ, ზუსტად ასეთ ანგარიშს ველოდებოდი, რადგანაც ძალიან გაუჭირდათ აქ საკუთარი გავლენების დამკვიდრება, ვერ დახვდათ ნოყიერი ნიადაგი, იმის მიუხედავად რომ ან ნიადაგის შექმნაში მილიონები და მილ...
1773332576
ახალი ამბებიალექსანდრე მაისურაძე - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, არ უნდა დავუშვათ ეუთოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენე...
1773330589
ახალი ამბებიაიათოლა მოჯტაბა ხამენეი: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზები უნდა დაიხუროს
აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველი საჯარო მიმართვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა წაიკითხა. აიათოლას განცხადებაშია აღნიშნულია, რეგიონში არსებული შეერთებული შტატების ბაზები უნდა დაიხუროს. ამასთან...































