ლევან მახაშვილი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების სია

ეს დოკუმენტი არის ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების და ზღაპრების სია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი მოიაზრებს იმას, რომ სახელმწიფომ სუვერენიტეტზე უარი თქვას, რაც არ მოხდება.

„როდესაც არცერთ სიტყვას არ ახსენებ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე, ეს კარგად მეტყველებს ამ დასკვნის „ობიექტურობაზე“. ამ დოკუმენტის სულისკვეთება მოიაზრებს იმას, რომ სახელმწიფომ ხელი აიღოს თავის ფუნქციებზე, სუვერენიტეტი უცხო ძალებს გადასცეს და მათ დაკრულზე იცეკვოს. ამის გაკეთებას სახელმწიფო რა თქმა უნდა არ აპირებს. დასანანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ღიად და კონსტრუქციულად მივუდექით ამ საკითხს, სანაცვლოდ მივიღეთ ტყუილებითა და ცრუ ინფორმაციებით სავსე დოკუმენტი“, - განაცხადა მახაშვილმა.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გააუქმოს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონები. ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) „გრანტების შესახებ“ კანონში, უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773347038

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში გიორგი ხაინდრავა მიწერია. ახლა ვიყავი ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა

სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში, რომ გიორგი ხაინდრავა მიწერია მაგაზე არც იფიქრა არავინ. ახლა ვიყავი უკვე ევროპაში ჩემი პა...

ზოგადი

1773346117

მსოფლიო

Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ომით რუსეთმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო - კრემლი დღიურად 150 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებს

რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან დღეში 150 მილიონ დოლარამდე საბიუჯეტო შემოსავალს იღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო რუსეთმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო, - წერს გაზეთი Financial T...

Financial Times:

1773343840

ახალი ამბები

კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. თბი...

კახა კალაძე

1773342575

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა - დაშავდა ეკიპაჟის ორი წევრი

ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ავიამზიდ USS Gerald Ford-ზე გაჩენილი ხანძრის გამო ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა. ხანძარი საბრძოლო მოქმედებებს არ უკავშირდება. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრა...

 ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა

1773339684

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა

„ეუთო/ოდირის ანგარიში არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავება არის! ანგარიშის გამოქვეყნების დრო და ტონალობა მიუთითებს ერთადერთ მიზანზე: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპე...

დავით ჩიხელიძე