თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა, შედეგად, ევროპის ეკონომიკა რეგრესის, ან ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაშია, ხოლო მოქალაქეები ხედავენ, რომ ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება
ევროპაში პესიმიზმის ზრდა სტრუქტურული კრიზისის მაჩვენებელია და არა ინდივიდუალური განწყობა. „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპელთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს როგორც გლობალურ პროცესებს, ისე საკუთარ სახელმწიფოებსა და მმართველ სისტემებს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 76% დემოკრატიის დაღმასვლას ხედავს საკუთარ ქვეყანაში, ეს მონაცემი მიუთითებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ პრობლემებზე, არამედ ნდობის კრიზისზე. მისი შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ადასტურებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შესთავაზეს მოქალაქეებს გრძელვადიანი განვითარების დამაჯერებელი ხედვა, უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, დაბალმა მმართველობითმა ხარისხმა და ანტიეროვნულმა მიდგომებმა კი საზოგადოებაში იმედგაცრუება კიდევ უფრო გააღრმავა.
„ევროპაში პესიმიზმის ზრდა სტრუქტურული კრიზისის მაჩვენებელია და არა ინდივიდუალური განწყობა. „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპელთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს როგორც გლობალურ პროცესებს, ისე საკუთარ სახელმწიფოებსა და მმართველ სისტემებს. როდესაც გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% ფიქრობს, რომ შემდეგ თაობას უფრო რთული ცხოვრება ექნება, ეს ნიშნავს, რომ კონტაქტი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის სერიოზულად არის დაზიანებული. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 76% დემოკრატიის დაღმასვლას ხედავს საკუთარ ქვეყანაში. ეს მონაცემი მიუთითებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ პრობლემებზე, არამედ ნდობის კრიზისზე. კვლევა აჩვენებს, რომ ევროპაში ჩამოყალიბდა მმართველი კლასი, რომლის კომპეტენცია ხშირად ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო პოლიტიკა სულ უფრო შორდება ეროვნულ ინტერესებს და რეალურ სოციალურ საჭიროებებს. ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და საგარეო პოლიტიკაში ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა. შედეგად, ევროპის ეკონომიკა რეგრესის, ან ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაშია, ხოლო მოქალაქეები ხედავენ, რომ ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება. სწორედ ამ ფონზე ჩნდება მოთხოვნა, რომ ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები“, რასაც გამოკითხულთა 71% ემხრობა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შექმნეს გრძელვადიანი განვითარების დამაჯერებელი ხედვა. უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, დაბალმა მმართველობითმა ხარისხმა და ანტიეროვნულმა მიდგომებმა საზოგადოებაში იმედგაცრუება გააღრმავა“, - წერს მეგრელიშვილი.
1769446230
ახალი ამბებიხათუნა თოთლაძე: მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით
მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა თავის მხრივ განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით, - განაცხა...
1769445423
მსოფლიონეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას „მტკიცე რეაგირება მოჰყვება“
ირანის მხრიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას „მტკიცე რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, ერთი შეცდომა ზ...
1769444008
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ
„იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...
1769442591
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია, ფაქტობრივად, ყველა გამოწვევა, რომელიც სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში ფიქსირდება
„არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ფასების არა ერთჯერადი შემცირება, არამედ ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ეკო...
1769442479
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია
სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მედიასთან ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, საგაზ...






























