რატი იონათამიშვილი: გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი
გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟენევაში გამოსვლისას, სადაც გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა მიმდინარეობს.
მან საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„უფლებების დაცვასთან განუყოფლად არის დაკავშირებული გამჭვირვალობის პრინციპი, რომელიც თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციურ მექანიზმს წარმოადგენს. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ წარმომავლობა დაუდგენელი ფინანსური ნაკადები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის როგორც დემოკრატიულ მმართველობას, ისე სახელმწიფოს სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიზანია ინფორმირებული მოქალაქე. რაც უფრო მაღალია გამჭვირვალობა, მით უფრო დაცულია ეროვნული სუვერენიტეტი.
ამასთან, საქართველოში დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ლიდერები აფუძნებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იღებდნენ გრანტებს ორგანიზაციების სახელით და რეალურად ხარჯავდნენ მათ პოლიტიკური პარტიების ინტერესების შესაბამისად. ეს არის ანტიდემოკრატიული პრაქტიკა. გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
1769444008
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ
„იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...
1769442591
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია, ფაქტობრივად, ყველა გამოწვევა, რომელიც სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში ფიქსირდება
„არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ფასების არა ერთჯერადი შემცირება, არამედ ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ეკო...
1769442479
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია
სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მედიასთან ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, საგაზ...
1769440929
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი და არა ერთჯერადად ფასების შემცირების განმაპირობებელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმ გამოწვევებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო პროდუქტების ფასნამატზე ახდენს გავლენას და დაიდენტიფიცირე...
1769438654
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსიპ ბრკიჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანა შორის არსებული ურთიერთობები...






























