ხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?
ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინავების ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს და ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „,მეორეხარისხოვანსა" და ,,ტვ უკანასკნელს" ეს რაში აინტერესებთ? - წერს X-ზე ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.
ხუბუა სარკაზმით იხსენებს ოპოზიციის მიერ ყველაფრის ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრალების ფაქტს და წერს - “აინშტაინის პერიფრაზით რომ ვთქვათ, ნაცისტანის უხალხო რესპუბლიკაში ორი რამ არის უსასრულო - სამყარო და ყველაფრის ბიძინასათვის დაბრალება”.
“ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება ,,რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინავების ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს და ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იყოო, მაგრამ, აბა, ,,რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია ,,მეორეხარისხოვანსა" და ,,ტვ უკანასკნელს" ეს რაში აინტერესებთ?
და მარტო ცის დაკეტვაა ბიძინას ბრალი? ვინ არის დამნაშავე იმაში, წელს გაზაფხულის სითბო საეჭვოდ რომ იგვიანებს? მაჰუმდი, მაჰმუდი... უკაცრავად, ბიძინა, ბიძინა! ვინ არის მიზეზი, რომ მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია? რა თქმა უნდა ბიძინა! ვისი ბრალია, რომ ადრე ამდგარ კურდღელს მწევარი ვერ დაეწია და პარასკევ დღეს კატა ძეხვს ვერ შესწვდა? რასაკვირველია, ბიძინასი!
მერაბ სეფაშვილის სიმღერაში რომ ფრაზაა - ,,ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ" - მანდაც ბიძინა იგულისხმება და სტენდალის ,,წითელი და შავში" წითელიც ბიძინაა და შავიც ბიძინაა.
მოკლედ, აინშტაინის პერიფრაზით რომ ვთქვათ, ნაცისტანის უხალხო რესპუბლიკაში ორი რამ არის უსასრულო - სამყარო და ყველაფრის ბიძინასათვის დაბრალება, თუმცა პირველში მთლად ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ,”- წერს ჯაბა ხუბუა.
1776334925
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ
ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ა...
1776333878
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თრან თჰან მანს ეროვნული ასა...
1776332211
საზოგადოებაირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებ...
1776331747
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არ...
1776330145
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან დაადასტურა საქართველოს მზაობა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცე...



























