პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს, თბილისში, მალულად შეაღწიეს ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში, საიდანაც ფული, ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები, ასევე, 12 მაჯის საათი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ მაღაზიისთვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში 50 000 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.მ. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1772088245
ახალი ამბებიქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერ...
1772088186
ახალი ამბებიკირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია
ვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი...
1772087974
მსოფლიომარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს. „თუ შენ დაინტერესებული ხარ მშვიდობიანი ბირთვუ...
1772085362
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე...
1772084708
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში
26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს,...



























