მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია
„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად ანგარიშთან დაკავშირებით არსებული ნეგატიური მოლოდინებისა, ექსპერტს მაქსიმალურად მიეწოდა ინფორმაცია და შესაბამისი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა მიეცა.
„მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი ანგარიშთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გვექნება პოზიტიური, იმიტომ რომ ვიცით, რისთვისაც არის ეს ყველაფერი ამოქმედებული საქართველოს შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან გამოითქვა ღიაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია ექსპერტისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, ექსპერტისთვის აღმოგვეჩინა ერთგვარი დახმარება და მას გაემართა საჭირო შეხვედრები, თუმცა რა წაიღეს ამ შეხვედრებიდან და რა აისახება ანგარიშში, დიდი მოლოდინები არ გვაქვს“, - აღნიშნა საგარეო მინისტრმა.
მისივე თქმით, საბოლოო შეფასება ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდება.
„ვნახოთ, როგორი იქნება ეს ანგარიში, რამდენად შორს იქნება ობიექტურ სურათთან და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მასზე ვისაუბროთ, როდესაც ვნახავთ, გავეცნობით და გარკვეულ შეფასებებს გავაკეთებთ. მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში აზიანებს სწორედ ამ ორგანიზაციების რეპუტაციას. ჩვენ ვნახეთ ევროსაბჭოს შემთხვევაში, როგორ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში და არაერთი ასეთი მაგალითი არსებობს“, - აღნიშნა საგარეო მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო პრინციპების ერთგული რჩება, მიუხედავად გამოწვევებისა.
„კიდევ ერთხელ, საქართველო არის იმ საერთაშორისო წესრიგისა და პრინციპების ერთგული, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელთან მიმართებაშიც ძალიან უხეშად ხდება ამ პრინციპების დარღვევა. თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სწორედ ამ პრინციპების ერთგული და კიდევ ერთხელ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ სწორედ მათი დაცვის აუცილებლობაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1772091392
ახალი ამბებისოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსო...
1772089760
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ...
1772089464
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007...
1772088245
ახალი ამბებიქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერ...
1772088186
ახალი ამბებიკირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია
ვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი...



























