სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსოლუტური ტყუილებია ჩაწერილი.

„რეზოლუციის პროექტში წერია, თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. თუნდაც გუშინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის მიერ შეტანილი რეზოლუცია უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველომ, მაშინ როცა მხარი არ დაუჭირეს აშშ-მ, უნგრეთმა, ბრაზილიამ, ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ასევე ჩვენმა მეზობლებმა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა და არაერთმა სხვა ქვეყანამ.

ევროპარლამენტში დღევანდელი მოსმენებისა და რეზოლუციის ავტორი იყო რასა იუკნევიჩიენე, ადამიანი, რომელმაც იმდენად გამოიჩინა თავი ანტიქართული განცხადებებითა და ქმედებებით, რომ მგონი თავის სამშობლოშიც არ იცნობენ ისე კარგად, როგორც საქართველოში. ამ რეზოლუციაშიც მას ჩაწერილი აქვს აბსოლუტური ტყუილები, თუნდაც ის, თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს.

რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს. ესეც არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა და ამიტომაც აქვს ასეთ რეზოლუციებსა და ანტიქართულ გამოხტომებს ჩალის ფასი.

სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტების გამო ხდება, რომ ევროპის ქვეყნებში იმატებს იმ პარტიების მხარდაჭერა, რომლებიც ევროსკეპტიკურად არიან განწყობილი და რომლებისთვისაც საკუთარი სამშობლოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ევრონიუროკრატთა ახირებები. ამ ფონზე, უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს წლებში მკვეთრად შეიცვლება ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772089760

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ...

შალვა პაპუაშვილი

1772089464

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007...

 2 პირი დააკავეს

1772088245

ახალი ამბები

ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს.  თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერ...

დაკავება, პოლიცია

1772088186

ახალი ამბები

კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია

ვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი...

ირაკლი კირცხალია

1772087974

მსოფლიო

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს. „თუ შენ დაინტერესებული ხარ მშვიდობიანი ბირთვუ...

 მარკო რუბიო