შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო „განცდილი სირცხვილი“ და „ბომბების ცეცხლის“ ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ „შესაძლებლობის ფანჯრით“, რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი.
„უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო. კიევიდან გაჟღერდა ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები - „ქართველებო, მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში… გაიყოლეთ ტანკები… რუსეთს ხელები მოკლე აქვს… მიდი, საქართველო, დროა.“
ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო „განცდილი სირცხვილი“ და „ბომბების ცეცხლის“ ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ „შესაძლებლობის ფანჯრით“, რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი.
ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა.
საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ შვიდიათასიან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და ენჯეოშნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც.
ამ დღის მერე, სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად“, - წერს პაპუაშვილი.
1772091392
ახალი ამბებისოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსო...
1772089464
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007...
1772088245
ახალი ამბებიქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერ...
1772088186
ახალი ამბებიკირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია
ვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი...
1772087974
მსოფლიომარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს. „თუ შენ დაინტერესებული ხარ მშვიდობიანი ბირთვუ...




























