„აფბა“ : ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა

ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ასოციაცია განმარტავს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, არ წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას და ეს მარეგულირებლის მანდატის ზუსტი დაფიქსირებაა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი წესრიგის ალტერნატივა ვერ უნდა გახდეს ძალაუფლების ლოგიკა - „ვინც დიდია, ყოველთვის მართალია“.

„დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV“-ზე სანქციების დაწესება გაერთიანებული სამეფოს (UK) სუვერენული გადაწყვეტილებაა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, არ წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას - ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპის პირდაპირი გამოხატულება და მარეგულირებლის მანდატის ზუსტი დაფიქსირება.

UK-ის სანქციები პირველ რიგში სავალდებულოა UK-ის იურისდიქციაში მყოფი პირებისა და UK-ის სამართლის მიხედვით დაფუძნებული პირებისთვის და კომპანიებისთვის. პრაქტიკაში, სანქციებთან დაკავშირებული ვალდებულებები შესაძლოა წარმოიშვას ასევე მაშინაც, როცა არსებობს UK-თან საკმარისი სამართლებრივი კავშირი - მაგალითად, თუ კონკრეტული ტრანზაქცია/ანგარიშსწორება გადის UK-ის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, ან პროცესში მონაწილეობს UK იურისდიქციას დაქვემდებარებული მხარე - ან როდესაც შესაბამისი მოთხოვნა ასახულია საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოში. შესაბამისად, ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან.

ამავე დროს, პრაქტიკაში ბანკები მართავენ საერთაშორისო შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბანკი წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზრებზე (მათ შორის, ლონდონის ბირჟაზე) და მუშაობს გლობალურ პარტნიორებთან. ასეთი სიფრთხილე და შესაბამისობის არქიტექტურა ბუნებრივია, თუმცა იგი არ ცვლის საბაზო პრინციპს - სად, რა ვალდებულება და რა წესით წარმოიშობა.

და ბოლოს, პრინციპი უნივერსალურია: თუ საქართველო ნებისმიერი მიზეზით დაასანქცირებდა, მაგალითად, BBC-ს, წარმოუდგენელია, რომ UK-ის ფინანსური ზედამხედველი - Financial Conduct Authority (FCA) და მისი თავმჯდომარე Ashley Alder - აცხადებდეს, თითქოს ბრიტანულ ბანკებს ავტომატურად დაეკისრათ ქართული სანქციების შესრულება. პირიქით, ის იტყოდა, რომ UK-ის ინსტიტუტები მოქმედებენ UK-ის სამართლისა და შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში. სწორედ ეს არის წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი წესრიგი და მისი ალტერნატივა ვერ უნდა გახდეს ძალაუფლების ლოგიკა - „ვინც დიდია, ყოველთვის მართალია…“, - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772091392

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსო...

სოზარ სუბარი

1772089760

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ...

შალვა პაპუაშვილი

1772089464

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007...

 2 პირი დააკავეს

1772088245

ახალი ამბები

ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს.  თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერ...

დაკავება, პოლიცია

1772088186

ახალი ამბები

კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია

ვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი...

ირაკლი კირცხალია