კონსტანტინე ზარნაძე: პატრიარქის გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ საკუთარი მოსაზრება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ გამოთქვა.
როგორც მან განაცხადა, ამ დიდმა ტკივილმა გააერთიანა საქართველო. კონსტანტინე ზარნაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, რომლებმაც უდიდესი მუსლიმური დღესასწაულების აღნიშვნაზე უარი თქვეს.
„ჩვენ დაგვტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მე ვფიქრობ, მისი გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება. ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ერი, როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგავართ. განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით გაერთიანება რწმენით, სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით.
სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი რეალური ძალა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამემამულე მუსლიმებს, რომლებმაც უარი თქვეს ნოვრუზ და რამაზან ბაირამის დღესასწაულების სადღესასწაულო გარემოში აღნიშვნაზე და შემოუერთდნენ საერთო გულისტკივილს, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში მთელი ერი ვატარებდით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა.
ასევე, მინდა ამ ერთიანობის გამო მადლობა გადავუხადო ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენლებს, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი ტკივილი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მრავალფეროვნება ჩვენი ძლიერი მხარეა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პატრიარქის დანაბარები უნდა შევასრულოთ.
„მე ვფიქრობ, ჩვენი ვალია პატრიარქის დანაბარები, რომელიც მან თავისი სიცოცხლით და ქმედებებით გამოხატა, რომ ვყოფილიყავით ერთიანები, ძლიერები, გვქონოდა ერთმანეთის პატივისცემა, აღვასრულოთ. სწორედ მაშინ იქნება მისი სული ბედნიერი, მისი რეალური საქმე - გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, ამ დიდი ეპოქის დასასრულს ექნება ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
1774357815
საზოგადოებასაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო...
1774357661
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1774356250
საზოგადოებაგია ვოლსკი: სამძიმარზე ელჩების მოსვლამ შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა
დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს, ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუს...
1774354800
ახალი ამბებისაბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრისა და სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით (რომელიც თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე-...
1774354188
საზოგადოებაპარლამენტის ბიურომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
პარლამენტის ბიურომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. „ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი,...


























