ლადო სადღობელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებაზე: დადასტურდა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ძალადობა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა დაუსჯელი არასდროს დარჩება

„მნიშვნელოვანი და ლოგიკური ნაბიჯია ის, რომ ირაკლი ჩხვირკია, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე მზად არიან, ან უკვე მიმართეს კიდეც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით, რათა აღიარონ და მოინანიონ ჩადენილი დანაშაული“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დანაშაულის აღიარება და მონანიება პირველი ნაბიჯია რეალური ჯანსაღი პროცესისკენ. სადღობელაშვილი იმედს იტოვებს, აღიარების ამ სამართლიან მაგალითს გაიზიარებენ დანარჩენი მსჯავრდებულებიც.

„ამით საბოლოოდ დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც სასამართლო ამბობდა და რაზეც ხელისუფლების პოზიცია თავიდანვე მკაფიო და უცვლელი იყო… სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ძალადობა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა დაუსჯელი არასდროს დარჩება!  არავის აქვს უფლება, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქროს და ქვეყანა არევის რისკის ქვეშ დააყენოს.

 

დანაშაულის აღიარება და მონანიება პირველი ნაბიჯია რეალური ჯანსაღი პროცესისკენ… რაც ნამდვილად მისასალმებელია. იმედს ვიტოვებ, რომ აღიარების ამ სამართლიან მაგალითს გაიზიარებენ დანარჩენი მსჯავრდებულებიც! აღიარებენ სიმართლეს და მოინანიებენ იმას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს. მშვიდობა, კანონის უზენაესობა და სტაბილურობა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია!“, - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791206585

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან ლისე სინოვე ნურგორდთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიე...

მაკა ბოჭორიშვილ

1791205907

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1791205579

ახალი ამბები

გია ვოლსკი: 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართლიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართლიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხად...

გია ვოლსკი

1791205478

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლე...

საქართველოს პრეზიდენტი

1791205107

ახალი ამბები

პროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მომართეს

საქართველოს პროკურატურა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საქმეებთან დაკავშირებით,განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზოდელავამ და ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთ...

პროკურატურა