პაატა სალია: გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით

„2012 წლიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასჯელაღსრულების მიმართულებით. ორიოდე წლის წინ დამტკიცდა ახალი პენიტენციური კოდექსი, არაერთი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდა. მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრების მიმართ. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პენიტენციური სისტემა იცავს მსჯავრდებულების, ბრალდებულების უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ღირსებას. ამ რეფორმების შედეგია ის, რომ არაერთი პროგრამა მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. ბევრი ადამიანი დღეს პროფესიით გამოდის სასჯელაღსრულების ადგილებიდან. არსებითად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრის მიმართ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობაზეც ისაუბრა:

„გახსოვთ, რა ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე, სადაც 5-კაციან საკანში შეიძლება 50-60 და 100 ადამიანიც ყოფილიყო და მათ რიგრიგობით უწევდათ მოსვენება. დღეის მდგომარეობით, როცა გადატვირთულობაზე ვსაუბრობთ, ფაქტობრივად, არ ვცდებით საერთო ლიმიტს... არის სულ 3 დაწესებულება, სადაც მცირედ ვცდებით ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ლიმიტის რაოდენობას. მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურა, რომელსაც მუდმივად ვაუმჯობესებთ. ახლახან დავასრულეთ პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ქალაქ რუსთავში, დაახლოებით 150 ადამიანზე“, - განაცხადა მან.

პაატა სალიამ იმ რეფორმების შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა:

„2012 წლიდან დღემდე პერიოდში ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, ძალიან დიდი ცვლილებები განხორციელდა და დღეს საუბარია ერთეულ შემთხვევებზე მაშინ, როდესაც ათასობით შემთხვევა იყო. ამის დასტური არის თუნდაც საქმეების ის რაოდენობა, რაც იგზავნებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე არცერთი საჩივარი არ არის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით... ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გამოსწორდა და ეს არის მუდმივი პროცესი.

ვერავინ იტყვის მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში, რომ პენიტენციური სისტემა, ან რომელიმე სხვა სისტემა, არის იდეალური და მას არ სჭირდება რეფორმირება. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაცილებით წინ ვართ ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791207639

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი N 67 ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობ...

აგროქიმიკატები

1791206585

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან ლისე სინოვე ნურგორდთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიე...

მაკა ბოჭორიშვილ

1791205907

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1791205579

ახალი ამბები

გია ვოლსკი: 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართლიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართლიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხად...

გია ვოლსკი

1791205478

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლე...

საქართველოს პრეზიდენტი