პაატა სალია: დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა არის არა სადამსჯელო არამედ უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება
„არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა და ზოგადად, პენიტენციური სამსახური არ ატარებს მსგავსი სახის ღონისძიებებს. ორივე შემთხვევაში მოხდა თავდასხმა დაწესებულების თანამშრომლებზე და პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების რისკების განმუხტვას ემსახურებოდა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, როგორც დავითაძის, ისე დღევანდელ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმას. მათი დეესკალაციის ოთახში გადაყვანა კი უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე განხორციელდა.
„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არ არის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, სწორედ ამ რისკების განმუხტვისა და გადაზღვევის მიზნით ხდება პატიმრის დეესკალაციის ოთახში განთავსება. ორივე შემთხვევაში ჩადენილი იყო სავარაუდო სამართალდარღვევა. კადრებში ჩანს, როგორ ხდება თავდასხმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე. არ ვიცი რა იყო ამ თავდასხმის საფუძველი, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ამ პირებს შეეფარდებათ შესაბამისი სასჯელი, რადგან მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულება არცერთი პატიმრის გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს და ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.
„დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას - მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
1791206585
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან ლისე სინოვე ნურგორდთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიე...
1791205907
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791205579
ახალი ამბებიგია ვოლსკი: 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართლიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართლიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან
ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხად...
1791205478
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლე...
1791205107
ახალი ამბებიპროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მომართეს
საქართველოს პროკურატურა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საქმეებთან დაკავშირებით,განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზოდელავამ და ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთ...




























