ლადო სადღობელაშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება ბერა ივანიშვილის უკავშირდება - აშკარაა, რომ „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით
„გუშინ, 18 ივლისს მედიასივრცეში, კერძოდ, გამოცემა „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება და გზის ჩაკეტვა ბერა ივანიშვილის უკავშირდება… ეს არის მორიგი თითიდან გამოწოვილი „სენსაცია“ და ფაქტების შეგნებული დამახინჯება“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ბათუმში, ტაძრის ტერიტორიაზე ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევები, „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი სულხან მესხიძე კი, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით. ანალიტიკოსის შეფასებით, ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივისა და გაღიზიანების გამოწვევაა, რათა საკუთარ მედიას პოპულარობა ტყუილით მოუტანონ.
„ამ ქორწილში, გადაჭარბების გარეშე, ნახევარი საქართველო იყო შეკრებილი. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური ღონისძიების დროს, ტაძრის მიმდებარედ ხალხისა და მანქანების ნაკადი მკვეთრად იზრდება. ბათუმელები დამეთანხმებიან, რომ ასე ხშირად ხდება ხოლმე, ამ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი არავის უკვირს, სულხანის მესხიძის („აჭარა თაიმსის“ რედაქტორი) გარდა.
პლუს ამას, მოგეხსენებათ, ზაფხულის პიკში ბათუმი ისედაც გადაჭედილია ტურისტებითა და ავტომობილებით.
ქალაქში გადაადგილების პრობლემა სეზონურია და ამ კონკრეტულ ლოკაციაზე შეფერხებაც სწორედ საერთო გადატვირთულობის ბრალი იყო.
სრულიად აშკარაა, რომ „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით. ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივისა და გაღიზიანების გამოწვევაა, რათა საკუთარ მედიას პოპულარობა ტყუილით მოუტანონ.
სამწუხაროა, როდესაც მედია ობიექტური ფაქტების გაშუქების ნაცვლად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და იაფ ინტრიგებს ირჩევს“, - წერს სადღობელაშვილი.
1784480774
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784479833
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო, „ნაცებმა“ და მათმა, „ტანკაცუნკა ნოდარას“ ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ
გიორგი გამსახურდია „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, „ივანიშვილების ოჯახს რომ...
1784476318
ახალი ამბებიძიუდოისტი ლუკა მაისურაძე სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მან ფინალში იტალიელი ჯაკომო გამბა დაამარცხა.
1784473840
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის, კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შებილწავენ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფას ეხმიანება და აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ანტიქართვ...
1784472916
ახალი ამბებიპატრიარქი შიო მესამე სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო
პატრიარქი შიო მესამე სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო. „ამა წლის 19 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლ...































