სუს-ი - საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი
საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი. ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
უწყება აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში შენარჩუნებული იყო საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია.
მათი ცნობით, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან ერთად კამპანიაში აქტიურად ჩართული იყვნენ საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.
„ცალკეულ შემთხვევებში, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებში გარედან მომდინარე პროპაგანდისტული ნარატივების უკან, ერთი შეხედვით, პოლიტიკური მდგენელი იკვეთებოდა, თუმცა მეორე მხრივ, მსგავსი საინფორმაციო კამპანიები ხელს უწყობდა ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას და საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას, საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების ზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასევე ეს ახალისებდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობებს, იწვევდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუციებიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს ეწარმოებინათ ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდა, საზოგადოების ნაწილში გაეჩინათ ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ.
„ამ კონტექსტში, 2025 წელს, ნიშანდობლივი იყო ავტორიტარული ბრიტანული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული საგამოძიებო სიუჟეტი, რომელიც ერთგვარად გახდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი და შესაძლოა ქვეყანაში უარყოფითი შედეგები გამოეწვია. სახელმწიფოს დროული რეაგირების შედეგად, რაც გამოიხატა დროული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და საზოგადოების პრაქტიკულ ინფორმირებაში, თავიდან იყო აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რასაც ზემოაღნიშნული დეზინფორმაციული სიუჟეტი ისახავდა მიზნად“, – ნათქვამია ანგარიშში.
1776713174
მსოფლიოლავროვმა ირანელ კოლეგას მოუწოდა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეინარჩუნოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ა. არაღჩიმ ს.ვ. ლავროვს აცნობა ისლამური რესპუბლიკის პოზიცია შეერთებული შტატების მიერ ცე...
1776710338
ახალი ამბებიმაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ორივე მხარის შეცდომაა
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საკითხები დიპლომატ...
1776708323
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა
სპორტსმენების შეურაცხყოფის კამპანიას გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. „ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ...
1776707760
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით. „არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამ...
1776703646
ახალი ამბებიმართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით
ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულია...































