ლევან მაჭავარიანი - ხელისუფლებაში ვართ 2012 წლიდან და საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა. ჩვენი მშვიდობის საფუძველი სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა
ჩვენი მშვიდობის საფუძველი, სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დებატებ“, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" ინარჩუნებს ბალანსს პრაგმატული, ფრთხილი პოლიტიკიდან გამომდინარე:
"ჩვენ ვართ ხელისუფლებაში 2012 წლიდან და მადლობა ღმერთს, საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა. ჩვენ ამ წლების განმავლობაში და მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის აგრესია განხორციელდა უკრაინაში, ძალიან დიდი ზეწოლის და წნეხის ქვეშ ვიყავით, ამასთანავე, ძალიან სერიოზული იყო შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, ვინაიდან ვიღაცებს სურთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენება ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა, რაზედაც ბუნებრივია უარი მიიღეს. მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ბალანსს, ჩვენი დაბალანსებული, პრაგმატული, ფრთხილი პოლიტიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა, თუკი რაიმე ტიპის საფრთხე არსებობს თეორიაში და შეიძლება ეს გადაიზღვეს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისათვის, რომ ეს საფრთხე იქნეს გადაზღვეული.
"ქართულ ოცნებას" გვახასიათებს ასჯერ გაზომვა თითოეული განცხადების, თითოეული გადადგმული ნაბიჯის და სიტუაციის ყველა ჭრილში შეფასება. ყველაფერი დაუბრალებიათ და სიმჩატე „ქართული ოცნებისთვის" ნამდვილად არავის დაუბრალებია. შესაბამისად, ჩვენი მშვიდობის საფუძველი სწორედ ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკაა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
1776713174
მსოფლიოლავროვმა ირანელ კოლეგას მოუწოდა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეინარჩუნოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ა. არაღჩიმ ს.ვ. ლავროვს აცნობა ისლამური რესპუბლიკის პოზიცია შეერთებული შტატების მიერ ცე...
1776710338
ახალი ამბებიმაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ორივე მხარის შეცდომაა
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საკითხები დიპლომატ...
1776708323
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა
სპორტსმენების შეურაცხყოფის კამპანიას გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. „ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ...
1776707760
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით. „არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამ...
1776703646
ახალი ამბებიმართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით
ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულია...































