ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ლოკაცია არის ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივი, რაც საქართველოს გააჩნია და ვალდებულები ვართ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და მთელმა ტვირთმა გაიაროს ეს გზა

„ჩვენი ლოკაცია არის ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივი, რაც კი საქართველოს გააჩნია და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და მთელმა ტვირთმა, რაც კი პოტენციურად შეიძლება მიდიოდეს, გაიაროს ეს გზა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ ურთულეს პერიოდში ინარჩუნებს მშვიდობას, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ჩვენი პოლიტიკა არის ერთდროულად მოქნილიც, პრაგმატულიც და პირველ რიგში, ეროვნული, ფრთხილი და მოზომილი. ამ ყველაფრის დასტურია ის, რაც ჩვენ გავიარეთ ამდენი წლის განმავლობაში. მადლობა ღმერთს, ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, სტაბილურობა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ბოლო 5 წლის გასაშუალოებული ეკონომიკური ზრდა არის 9.3%. არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ვართ მოწინავე პოზიციებზე.

ვამყარებთ მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა ძალიან ძლიერ აქტორებთან. იგივე ჩინეთთან ჩვენ რომ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა და ევრობიუროკრატები რომ გვაკრიტიკებდნენ, დღეს რიგში იდგნენ ბატონ სი ძინპინს ესტუმრნენ, რომ გააღრმაონ ურთიერთობა ჩინეთთან.

ვინაიდან, ეს არის ნებისმიერი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ყველას დავასწარით, გავაფორმეთ, ეს იყო რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და არა მხოლოდ ფურცელზე დატანილი, რასაც მოჰყვა პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, შუა აზიის ქვეყნებთან ვაძლიერებთ ურთიერთობებს.

ჩვენ ვიყენებთ ღმერთისგან ბოძებულ ჩვენს სტრატეგიულ ლოკაციას შუა კორიდორში და ხედავთ თუ როგორი გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში ტვირთბრუნვა. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ისეთი მომზადებულები შევხვდეთ ამ ყველაფერს, რომ აბსოლუტურად ყველაფერმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს ამ კორიდორის კუთხით.

იქიდან გამომდინარე არის ეს სარკინიგზო მოდერნიზაცია, იგივე ბაქო-თბილისი-ყარსის მოდერნიზაცია, იგივე ავტომაგისტრალების მშენებლობა, პორტების გაფართოება, ანაკლიის პორტი, აეროპორტების გაფართოება.

ჩვენი ლოკაცია არის ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივი, რაც კი საქართველოს გააჩნია და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და მთელმა ტვირთმა, რაც კი პოტენციურად შეიძლება მიდიოდეს გაიაროს ეს გზა.

ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას ამ ურთულეს გარემოში და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, ეს სიტყვა რაღაც გაუბრალოვდა, მადლობა ღმერთს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და მაგიტომ, თორემ რა ხდებოდა რა ხდება რეგიონში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ეს ძალიან რთულია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776717489

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ხელისუფლებაში ვართ 2012 წლიდან და საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა. ჩვენი მშვიდობის საფუძველი სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა

ჩვენი მშვიდობის საფუძველი, სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დებატებ“, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გ...

ლევან მაჭავარიანი

1776717200

ახალი ამბები

სუს-ი - საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი

საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი. ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებ...

სუსისსუსის

1776715775

მსოფლიო

ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობამ ასობით გემი აშშ-ისკენ გადმოამისამართა ნავთობის შესაძენად, დიდი მადლობა, ბლოკადას არ მოვხსნი „შეთანხმებამდე“, ის ირანს აბსოლუტურად ანგრევს

ირანის ხელმძღვანელობამ ასობით გემი აშშ-ისკენ, ძირითადად ტეხასის, ლუიზიანისა და ალასკის მიმართულებით გადმოამისამართა ნავთობის შესაძენად, დიდი მადლობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოც...

დონალდ ტრამპი

1776714676

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: ბათუმი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების ღირსეული მასპინძელია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმის სპორტის სასახლეში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ჩემპიონატის მონაწილეებს...

სულხან თამაზაშვილი

1776714108

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება

ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან, ვინაიდან ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა, - განაცხად...

	ლევან მაჭავარიანი