ლევან მაჭავარიანი: ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ - არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან და ქვეყნის არევის საშუალება არავის ექნება.

„ვადევნებთ თვალს როგორ მეორდება ის სცენარი, რომელიც ნაცნობია ჩვენთვის. ეს იყო აკერმანის სცენარი, შემდეგ კანვასის ტრენინგები, მაკკეინის ინსტიტუტის ტრენინგები და კონკრეტული გზამკვლევი, რაც ოპოზიციას გადასცეს და სადაც რევოლუციური სცენარი იყო გაწერილი. ახლა ბატონი ბლაჟევიჩი მოგვევლინა ანალოგიურ აქტორად, რომელიც ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ. სუს-ი ამის შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობს. სუს-ი, შსს, სხვა ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776717489

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ხელისუფლებაში ვართ 2012 წლიდან და საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა. ჩვენი მშვიდობის საფუძველი სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა

ჩვენი მშვიდობის საფუძველი, სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დებატებ“, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გ...

ლევან მაჭავარიანი

1776717200

ახალი ამბები

სუს-ი - საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი

საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი. ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებ...

სუსისსუსის

1776715775

მსოფლიო

ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობამ ასობით გემი აშშ-ისკენ გადმოამისამართა ნავთობის შესაძენად, დიდი მადლობა, ბლოკადას არ მოვხსნი „შეთანხმებამდე“, ის ირანს აბსოლუტურად ანგრევს

ირანის ხელმძღვანელობამ ასობით გემი აშშ-ისკენ, ძირითადად ტეხასის, ლუიზიანისა და ალასკის მიმართულებით გადმოამისამართა ნავთობის შესაძენად, დიდი მადლობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოც...

დონალდ ტრამპი

1776714676

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: ბათუმი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების ღირსეული მასპინძელია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმის სპორტის სასახლეში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ჩემპიონატის მონაწილეებს...

სულხან თამაზაშვილი

1776714108

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება

ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან, ვინაიდან ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა, - განაცხად...

	ლევან მაჭავარიანი