მახაშვილი BBC-ის ფილმზე: გამოძიება უნდა ჩაყვეს ყველა დეტალს და უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა თითოეული მედიასაშუალების თუ იმ პირის მიმართ, რომლებიც ჩართული იყვნენ შეგნებულად ამ ტყუილების გავრცელებაში
ჩანს აშკარა სურვილი, რომ დააზიანონ ქვეყნის ინტერესები მსგავსი სიგიჟის, ტყუილების გავრცელებით ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა BBC-ის ფილმთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გამოიკვეთოს ყველა პირის პასუხისმგებლობა, ვინც შეგნებულად ჩართული იყო ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში.
„რაც უფრო ჩადის გამოძიებას სიღრმეებში, მთელი საზოგადოება ხედავს ბევრ რაღაცას: უპირველეს ყოვლისა არაკეთილსინდისიერებას ამ მედიასაშუალების მხრიდან, ჟურნალისტის მხრიდან, რესპონდენტების, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესების მონაწილეები იყვნენ. რაც მთავარია, ჩანს აშკარა სურვილი, რომ დააზიანონ ქვეყნის ინტერესები მსგავსი სიგიჟის, ტყუილების გავრცელებით ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.
გამოძიება ნამდვილად უნდა ჩაყვეს ყველა დეტალს, ყველა კომპონენტი უნდა შეისწავლოს და აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა თითოეული მედიასაშუალების თუ იმ პირის მიმართ, რომლებიც ჩართული იყვნენ შეგნებულად ამ ტყუილების გავრცელებაში და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაში“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1764916210
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1985 წელს დაბა...
1764915143
ახალი ამბებიინგა ფხალაძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინვესტიცია 3,5 მლრდ ევროს უტოლდება
საქართველო - რუმინეთის ერთობლივი საწარმოს მიერ ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ დიდ...
1764914592
საზოგადოებალევან მახაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე: კიდევ ერთ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ არის ამერიკის მხრიდანაც არის მზაობა, რათა მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს
აშშ-ის სენატში, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის კიდევ ერთხელ ჩავარდნას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ეს გადაწყ...
1764913741
საზოგადოება„გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე“ - პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა
„გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე გრიგოლ გეგელიას განცხადებას. კერძოდ, გეგელია ალეკო ელისაშვილს თანამებრძოლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ არსაიდან არ იქნება გარიცხ...
1764911430
საზოგადოებაპიმენ ყურაშვილი: კითხვას ბადებს ის ფაქტორიც, რომ თვითონ კვლევის ავტორები იყვნენ დემონსტრაციის მონაწილეები და შეგნებულად თუ შეუგნებლად, შეიძლება იყოს არჩევითობის მიკერძოებულობა. ჩემი ნდობა ძალიან დაბალია ამ კვლევის მიმართ
BBC-ის საგამოძიებო ფილმი კვლავ განხილვის საგანია. კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებით, ჩახუნაშვილების მიერ მომზადებული სამედიცინო კვლევა არასარწმუნოა. პიმენ ყურაშვილმა „ქრონიკასთან“ ჩამო...


























