მარიამ ლაშხი BBC-ის ფილმზე: მავნებლები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ჩართულები კამპანიაში, ვხედავთ, რომ ერთი მხრივ უკან იხევენ და მეორე მხრივ იმ აბსურდზე საუბრობენ, რაც არის თუთიყუშები და სხვა
„მავნებლები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ჩართულები კამპანიაში და მავნებლურ ქმედებებს ახორციელებენ უკვე საერთაშორისო მასშტაბითაც, ვხედავთ, რომ ერთი მხრივ უკან იხევენ და მეორე მხრივ იმ აბსურდზე საუბრობენ, რაც არის თუთიყუშები და სხვა“, - განაცხადა BBC-ის ფილმზე საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
დეპუტატის თქმით, თავად BBC-ს უკვე რეპუტაცია აქვს შერყეული და ის თეთრი სახლის სიაში არასანდო მედიად არ წარმოდგენილი.
„წარმოუდგენელ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტად წარმოუდგენელ მდგომარეობაში იყენებენ თავს.
კიდევ ერთი დიდი უბედურებაა BBC, რომელიც აქამდე სარგებლობდა რეპუტაციით. როდესაც არგუმენტზე, გამოკვლევებზე დაფუძნების გარეშე უშვებს ასეთ მავნე და დაგეგმილ შეტევას ქვეყნის წინააღმდეგ, ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა აგოს, საერთაშორისო სასამართლოშიც მათ შორის. ვნახეთ, რომ მისი რეპუტაცია შერყეულია, თეთრი სახლის სიაში არასანდო მედიად არის წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ ამით ჭკუა ვერ ისწავლეს და გააგრძელეს და ეს ქმედებები გააგრძელეს”, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
1764918330
ახალი ამბებიამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეგრეთ წოდებულ „ფაქტჩეკერებს“, რომლებსაც ცენზორებად მოიხსენიებს, ვიზების გაცემაზე უარს ეტყვის
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზების განაცხადების მიღებაზე იმ პირებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ფაქტების შემოწმებაზე („ფაქტჩეკერები”), კონტენტის მოდერაციაზე...
1764916834
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძვე...
1764916210
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1985 წელს დაბა...
1764915143
ახალი ამბებიინგა ფხალაძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინვესტიცია 3,5 მლრდ ევროს უტოლდება
საქართველო - რუმინეთის ერთობლივი საწარმოს მიერ ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ დიდ...
1764914592
საზოგადოებალევან მახაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე: კიდევ ერთ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ არის ამერიკის მხრიდანაც არის მზაობა, რათა მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს
აშშ-ის სენატში, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის კიდევ ერთხელ ჩავარდნას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ეს გადაწყ...



























