ლატვიაში საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს
2026 წლის 19 აგვისტოს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ანა აბულაძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს მარგერს კრამსს. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ლატვიაში ავრცელებს.
„სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელმა ანა აბულაძეს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
ამავე დღეს, შედგა შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ანჯეის ვილუმსონსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ასევე, გაიცვალა მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, საუბარი შეეხო ბალტიისა და კავკასიის რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის. ანა აბულაძემ გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ყველა შესაძლო მიმართულებით.
თავის მხრივ, ანჯეის ვილუმსონსმა დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1787148101
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ
„ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გიორგი ახობაძესთან დაკა...
1787147276
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ გახმოვანდა
„ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარ...
1787146565
ახალი ამბებიშსს: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა სიმართლეს არ შ...
1787145501
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6145 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1787145019
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ - შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?
„არავის ვუსურვებ ასეთ „სამოქალაქო საზოგადოებას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ „უკრაინული ჩიტები“ როდესაც ქა...































