მამუკა მდინარაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიცე-პრემიერმა ყურადღება დაუთმო კორუფციული დანაშაულის შედეგად წინა წლებში რეგიონებში დაგროვილ პრობლემებს და აღნიშნა, რომ დროულად და ხარისხიანად უნდა დასრულდეს ყველა ის პროექტი, რომლებიც რეგიონებშია დაწყებული.

„მინდა, ვისაუბრო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი - ხიდი, გზა, წყალი, გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული პროექტები, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდ არის შესრულებული.

მინდა, გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ყველას ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას ვაფრთხილებ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ. დროულად და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული.

არ ვაპირებ არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დასწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ.

ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787147276

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ გახმოვანდა

„ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარ...

 მამუკა მდინარაძე

1787146565

ახალი ამბები

შსს: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა სიმართლეს არ შ...

შსს განცხადება

1787145501

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6145 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

იტალია

1787145019

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ - შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?

„არავის ვუსურვებ ასეთ „სამოქალაქო საზოგადოებას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ „უკრაინული ჩიტები“ როდესაც ქა...

დავით ჩიხელიძე

1787144818

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებაზე: ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს - ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე

„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის...

ლიზა გეგეჭკორი