მამუკა მდინარაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს - „ბახმაროს თასი 2026-ს“ დაესწრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს - „ბახმაროს თასი 2026“-ს დაესწრო, რომელიც ყოველწლიურად ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება.
მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას ფერისცვალება მიულოცა.
„ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ, ბედნიერ ცხოვრებას. ასევე, განსაკუთრებით ვულოცავ გურულებს, რომლებსაც ეს დღე, მათ შორის, ასეთი ღონისძიებებით, პოზიტიურად აქვთ წარმოჩენილი. დაძაბული ჭიდილი იყო, ვულოცავ გამარჯვებულებს. ყველამ ერთად ვნახეთ, როგორი ემოციებით იღებენ ისინი ამ ყველაფერს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა ბახმაროს ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, სადაც მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს.
ბახმაროში სადღესასწაულო აქტივობები დღის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო კონცერტით დასრულდება.
1787147276
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ გახმოვანდა
„ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარ...
1787146565
ახალი ამბებიშსს: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა სიმართლეს არ შ...
1787145501
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6145 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1787145019
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ - შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?
„არავის ვუსურვებ ასეთ „სამოქალაქო საზოგადოებას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ „უკრაინული ჩიტები“ როდესაც ქა...
1787144818
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებაზე: ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს - ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე
„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის...































