ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად

„უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილი ამბობს, რომ ცენტრალური პროსპექტის გადაკეტვა, სასწრაფოს არ გატარება და სხვა, ევროკავშირში კანონდარღვევად ითვლება, ხოლო სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე.

„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ. მოქალაქეებს შეუვარდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დაიწყებ აგიტაციას. აკაცუკებმა და სხვადასხვა ტიპის სალოსებმა უნდა იცოდნენ, ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე. ულაპარაკოდ.

უნდა აკეთებდნენ თუ არა განცხადებას საქართველოს ოფიციალური პირები ევროკავშირში აქციების დაშლის გამო? არა, არ უნდა აკეთებდნენ. ის რომ ევროჩინოვნიკები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, არ ნიშნავს იმას რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ ევროკავშირის ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამით ევროჩინოვნიკები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტენ. მაგის გარდა სიტუაცია ასიმეტრიულია ევროკავშირის და საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და მედია რესურსების თვალსაზრისით.

ამერიკის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი რომ ლანძღავენ ევროკავშირს, დემოკრატიის ხარისხს, ეგ მაგათი საქმეა. სხვა წონითი კატეგორიაა. ხვალ შეიძლება იგივე მაღალჩინოსნები გამოვიდნენ და თქვან სასწაული დემოკრატია არისო. ან ამას იტყვიან სხვა მომავალი მაღალჩინოსნები. ენას ძვალი არა აქვს. ყოველთვის იტყვიან ისე როგორც აწყობთ”, - წერს ჭოტორლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779396410

ახალი ამბები

ქვრივიშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას აჩვენა, რომ თითოეული ქმედება მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოლაპარაკებებისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას საქმით აჩვენა, რომ თითოეული ჩვენი ქმედება ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემ...

მარიამ ქვრივიშვილი

1779395741

ახალი ამბები

22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. 325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამ...

ნიკოლოზობა

1779394778

ახალი ამბები

კასპში ავარია მსხვერპლით დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ავარიის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა. „ქართლის ამბების“ ცნობით, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამ...

ყვითელი ლენტი

1779394308

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რომლებმაც განსაკუთრებული ჟესტი გამოავლინეს ჩვენი ქვეყნისადმი და ექვსი წლის შემდგომ, პირველად მოხდება სამგზავრო მატარებლის ოპერირების დაწყება....

მარიამ ქვრივიშვილი

1779394256

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ 4 საათიანი, ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ, ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე

ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა....

მარიამ ქვრივიშვილი