ლანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„ქალაქ ზუგდიდში, მთავარ მოედანზე, 11 საათიდან მოსულ სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით დახვდება. როგორც ყოველთვის, წელსაც ვიზრუნეთ იმაზე, რომ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის სტუმარს. ზუგდიდის მთავარ მოედანზე წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, პენიტენციური სამსახურის კვადროციკლები და საჯარო რეესტრის ამზომველების უახლესი მოწყობილობები. გარდა ამისა, ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ძალიან საინტერესო ინსტალაციები“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, 26 მაისის ღონისძიებებზე სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული საკუთარი საქმიანობის შესახებ სტუმრებს არაერთი ინტერაქციული პროგრამით კიდევ ერთხელ გააცნობს თავს.

„იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული არქივი, რომელსაც შემონახული აქვს როგორც დამოუკიდებლობის, ისე ჩვენი გაქრისტიანების უძველესი ისტორიული მასალები. ზუგდიდის მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს სწორედ ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვის უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, იუსტიციის სამინისტროს სამარკო ნიშანია პასპორტი. როგორც ყოველ 26 მაისს, წელსაც სამახსოვრო პასპორტს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს ბოლო ერთი წლის რეფორმებია აღბეჭდილი, სტუმრებს ადგილზევე დავუბეჭდავთ და საჩუქრად გადავცემთ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ლანა მორგოშიას თქმით, 26 მაისის მრავალფეროვან ღონისძიებებზე სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმის კუთხესთან ერთად წარმოდგენილი იქნება „რე-მარკეტის“ სივრცეც.

„რე-მარკეტი“ – ეს არის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისკენ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს, მათ მიერ შექმნილი და წარმოებული პროდუქცია ფართო საზოგადოებას ანახონ, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი საკუთარ საჭიროებებს მოახმარონ“, – თქვა ლანა მორგოშიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა გასართობ სივრცეებზე. ლანა მორგოშიას თქმით, 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე მისულ ბავშვებს ბევრი სიურპრიზი ელით. „ასე რომ, ყველას, ვისაც 26 მაისის საინტერესოდ გატარება სურს, ზუგდიდში გელით. ეს დღე ჩვენია!“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779426437

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: დიდი ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის, ზიზღის გაღვივება და ადამიანის ღირსების შელახვა „ენჯეო“ თუ აგენტურული წარმომადგენლების მხრიდან

სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - ახალი სამმართველოს შესახებ „ქართულ ოცნებაში“ განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებენ. „დიდი ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის და ზიზღის გაღვ...

ნინო წილოსანი

1779396497

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში

„ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი, საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები....

 მარიამ ქვრივიშვილი

1779396465

ახალი ამბები

ბექა დავითულიანი: დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე, აშკარად შეცვლილი ტონალობაა

დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე. აშკარად შეცვლილი ტონალობაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ თბილისის საკრებულოს თ...

ბექა დავითულიან

1779396410

ახალი ამბები

ქვრივიშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას აჩვენა, რომ თითოეული ქმედება მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოლაპარაკებებისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას საქმით აჩვენა, რომ თითოეული ჩვენი ქმედება ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემ...

მარიამ ქვრივიშვილი

1779395741

ახალი ამბები

22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. 325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამ...

ნიკოლოზობა