ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი
„თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
„ევროკავშირი ძალიან იზოლაციურ პოლიტიკას ეწევა თავისთვის და სურს, რომ დანარჩენ ქვეყნებზეც ანალოგიური გავრცელდეს. ისინი აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი.
თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო. ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ნატო სთავაზობს ევროკავშირი წევრ ქვეყნებს, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია აშშ-ის მიერ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1789104507
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით რომ სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა - გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ
დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს, მთლიანად ამ პროცესს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლე...
1789103325
ახალი ამბებიზურაბ რურუა: ასეთ ცუდ მდგომარეობაში ოპოზიცია საქართველოს ისტორიას არ ახსოვს
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ რურუამ ოპოზიციაში არსებულ მძიმე ვითარებასა და მათ შორის მიმდინარე ურთიერთბრალდებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ასეთ სავ...
1789101605
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
11 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1789072458
საზოგადოებათამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. „აღნიშნულ მონაკვეთში, რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაო...
1789072241
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება
ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ...





























