გურამ მაჭარაშვილი: მარტა კოსი ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, აშშ-ს, მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და გაგაწევრიანებთო

„რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი გადაწყვეტს, რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს.

„მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, შეერთებულ შტატებს, ამის მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და მერე გაგაწევრიანებთო.

ახლა რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი – გადაწყვეტს რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო. მათ შორის აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ბოლო თვეებია, ნელ-ნელა ნაბიჯები იდგმება პარტნიორობის აღდგენისკენ. გვეუბნება რომ იმ მოძრაობას დაუპირისპირდი, რომელიც არის დაფუძნებული დღევანდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ – ესაა ზუსტად ის გზავნილი, რომ რეალურად თუ გინდა შემოდი, როგორც მონა თუ არადა მაშინ არ შემოგიშვებ.

რეალურად ჩვენ რასაც ვამბობდით „ხალხის ძალა“ წლების წინ, რეალურად იგივე თქვა ახლა მარტა კოსმა, უბრალოდ ამას ამბობდნენ კულისებში და ახლა უკვე ამბობენ საჯაროდ. მარტო ისლანდიის მაგალითი რად ღირს, როდესაც ამ სახელმწიფომ და იქ შემავალმა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაერთიანდეს ევროკავშირში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789107118

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: რაც უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპრომატი ამოტივტივდება ზედაპირზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებული და განულებული ოპოზიციური ძალებ...

თორნიკე ჭეიშვილი

1789106372

მსოფლიო

აშშ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

შეერთებული შტატები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი...

 11 სექტემბრის ტრაგედია

1789104507

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით რომ სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა - გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ

დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს, მთლიანად ამ პროცესს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლე...

ლევან მაჭავარიანი

1789103325

ახალი ამბები

ზურაბ რურუა: ასეთ ცუდ მდგომარეობაში ოპოზიცია საქართველოს ისტორიას არ ახსოვს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ რურუამ ოპოზიციაში არსებულ მძიმე ვითარებასა და მათ შორის მიმდინარე ურთიერთბრალდებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ასეთ სავ...

ზუკა რურუა:

1789101605

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

ამინდი      ამინდი