ლევან მაჭავარიანი: ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირდაპირ ქართველ ხალხს დაესხა თავს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას.
მაჭავარიანის თქმით, ჰერჩინსკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროპული ღირებულებების მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და დროა ევროკავშირის ელჩმა ქმედებებს გადახედოს.
„მათ კარგად უნდა გააანალიზონ, თუ რა ღირებულებებზე და ფასეულობებზე შეიქმნა ევროკავშირი.
ათწლეულები რა ფასეულობებზე იდგა ევროკავშირი და დღეს, ეს მმართველი კლასი როგორ შორდება ამ ღირებულებებს. თვალსაჩინო მაგალითი არის ბატონი ჰერჩინსკის მოღვაწეობა საქართველოში. მაგალითად, როდესაც იგი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის აქციას, მაშინ, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირ, სოლიდარობა აღუთქვა ამ ყველაფერს და ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ მინიმუმ, ეს ყველაფერი არ შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს.
ასევე, ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის მიმართ, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირაპირ ქართველ ხალხს ესხმის თავს. ესხმის თავს საქართველოს, იმუქრება, რომ საქართველო თურმე უნდა დაბრუნდეს იმ დროში, როდესაც აქ იყო ბნელი დრო, როდესაც აქ იყო სამოქალაქო ომი და მსგავსი საკითხები.
რა თქმა უნდა, არც ევროპას არ შეესაბამება, არც ევროპულ ღირებულებებს და მინიმალურ სტანდარტებსაც არ აკმაყოფილებს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს, შესაბამისად, დროულია, რომ ბატონმა ჰერჩინსკიმ ამას გადახედოს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1778243732
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგო...
1778242172
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნამიჭეიშვილი დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი წარუდგინა. შეხვედრაზე სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს საგ...
1778241466
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ
მეძლევა საშუალება, რომ გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვ...
1778241275
ახალი ამბებითბილისში კაცი მოკლეს
თბილისში, საბურთალოზე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიებ...
1778240154
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში
დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა...




























