მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში

დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიის აკადემიის დაარსების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიპლომატიის აკადემიის დაარსების შესახებ!

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, ძლიერი საგარეო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას მოითხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ წელს დაიწყო თანამედროვე საჭიროებებით განპირობებული, ფუნდამენტურ ანალიზზე დაფუძნებული კომპლექსური რეფორმა, რომლის მიზანიც არის, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ჰქონდეს საუკეთესო შესაძლებლობები ეროვნული ინტერესების საუკეთესოდ დასაცავად და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად.

ამ მიზნის მისაღწევად გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში.

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ასევე დაიწყო საუნივერსიტეტო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში.

განათლების რეფორმისა და საგარეო უწყების რეფორმის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, დიპლომატიის აკადემიის დაფუძნება უზრუნველყოფს პოლიტიკის მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ახალგაზრდების აღზრდას, შესაბამისი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით.

დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში.

სწორედ დიპლომატიის აკადემიის წიაღში მიღებული ფუნდამენტური ცოდნის პრაქტიკულმა გამოყენებამ უნდა მისცეს ქვეყანას შესაძლებლობა, მტკიცედ დაიცვას ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი.

ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური ახალგაზრდები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან საუკეთესო ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებითა და ინოვაციური ხედვით, რათა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ეფექტიანად შეძლონ ქვეყნის საჯარო სამსახურის გაძლიერება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავის მხრივ, გააჩნია საუკეთესო შესაძლებლობები, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის სწრაფად ინტეგრირებას, როგორც საქართველოს სახელმწიფოს საჯარო სექტორში, ისე საერთაშორისო საქმიანობაში.

მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის და მხარდაჭერისთვის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778240115

ახალი ამბები

პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება წარუდგინა

„საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, დაკავებულ ხუთივე პირს გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-...

პროკურატურა

1778239730

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა

„როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე“, - ამის შ...

მამუკა მდინარაძე

1778239659

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ

არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, -...

მამუკა მდინარაძე

1778239587

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას

„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდ...

მამუკა მდინარაძე

1778239446

ახალი ამბები

თბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა

თბილისის მერი კახა კალაძე „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა. ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესია...

თბილისის მერი