მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე: ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ
შემიძლია, ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს, ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მოხდება საქმის ნაწილის გასაიდუმლოება, გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ინსტრუქტაჟის მიღების ნაწილი.
„რეალური კონტრდაზვერვითი სამუშაოები უკვე ათწლეულებია, ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. 2005-2006 წლებში იყო რამდენიმე დაკავება და ისიც მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით, რაც საპიაროდ კარგად გამოდგებოდა მაშინ, დღესაც შეიძლება, საპიაროდ კარგი იყოს, მაგრამ ჩვენ პიარზე არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებზე და შემდეგ პროპაგანდა გასაგებია. შემდეგ გახსოვთ ერთი-ორი შემთხვევა, რომელიც მხოლოდ საჩვენებელი ხასიათის იყო და იყო დაბრალებებიც უამრავი. ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ჯაშუში არ დაკავებულა. გახსოვთ სუს-ის ბრიფინგი, რომელიც ლაშა მაღრაძემ გამართა, სადაც იყო პირველი მინიშნება, კონტრდაზვერვის სამუშაოების შედეგად, სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე კონკრეტული პირი. ეს მინიშნება სწორად ვერ გაიგეს. შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და პასუხისგებაში მიცემული ორი კონკრეტული ადამიანი, ძალიან საინტერესო ადამიანები. შემდეგ იყო ევროპის, ოდნავ დავაკონკრეტებ და შემდეგ ამაზე აღარავინ არაფერს იტყვის, ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი.
ჩვენ დღენახევარია იმასაც ვხედავთ, რომ ეჭვის შეტანას ცდილობენ ამ საკითხშიც კი. რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე შემიძლია ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს. ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, ეს სამი ნაწილი, ინფორმაციას რას გადასცემდა და ამ ნაწილებს ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს იმ საქმეში. მოხდება გასაიდუმლოება და გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების ნაწილი, მოხდება ფულის გადაცემის ნაწილი და ხელმოწერის ნაწილი გასაჯაროვდება. ამის იქით გასაიდუმლოებაც ვერ მოხდება და შეუძლებელია, სხვა ნაწილი გამოქვეყნდეს. ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს აქ სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს.
ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია რეალიზებაში მოვიყვანოთ და შესაბამისი მინიშნებები, საპროცესო-სამართლებრივი მოქმედებებით გავაკეთოთ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, მაგრამ ჩვენ ამას ვცდილობთ, რომ არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას, ამიტომ ჩვენ რასაც არ ვკადრულობთ სხვაგან, ჩვენთან ნუ იკადრებენ, ეს თხოვნა მექნება ყველასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1778242172
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნამიჭეიშვილი დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი წარუდგინა. შეხვედრაზე სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს საგ...
1778241466
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ
მეძლევა საშუალება, რომ გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვ...
1778241275
ახალი ამბებითბილისში კაცი მოკლეს
თბილისში, საბურთალოზე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიებ...
1778240154
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში
დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა...
1778240115
ახალი ამბებიპროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება წარუდგინა
„საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, დაკავებულ ხუთივე პირს გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-...





























