მამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ

მეძლევა საშუალება, რომ გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.

„ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნები გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში, მათი ე.წ. რეზიდენტი პირები. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, ამიტომ ვთხოვ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდონ.

მე მგონი, ყველასთვის გასაგები იქნება, თავად უკეთ იციან, არანაკლებად ჩვენზე, რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ასევე, მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით. ჩვენ ასევე ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს. ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მე მგონი, რაც გავაკეთეთ უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამისი თქმის ძალა დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას შესაბამისი უწყებების სწორი და ძლიერი მუშაობის წყალობით და შესაბამისი სამართალდამცველების წყალობით, საბედნიეროდ, აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778240154

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში

დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1778240115

ახალი ამბები

პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება წარუდგინა

„საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, დაკავებულ ხუთივე პირს გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-...

პროკურატურა

1778239730

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა

„როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე“, - ამის შ...

მამუკა მდინარაძე

1778239659

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ

არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, -...

მამუკა მდინარაძე

1778239587

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას

„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდ...

მამუკა მდინარაძე