მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - „შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მისი თქმით, მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის კუთხით.
ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს.
ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
1756373614
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სიჩუმეს ამჯობინებს საქართველოსთან მიმართებით, რაც ეჭვს იწვევს, ამიტომ ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ - რატომ?
USAID-ს, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკური მიზნები ვერ ექნებოდა, ის იყო ინსტრუმენტი „დიფ სტეიტის“ ხელში. USAID, NED, მსგავსი ორგანიზაციების ხელით აღსრულდებოდა „დიფ სტეიტის“ პოლიტიკა. განსაკუთრებულად ე...
1756372440
ახალი ამბებიდეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია, მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ში...
1756370411
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა, დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს
„პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს საბოტაჟის გამოსაძიებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც არასამთავრ...
1756368616
ახალი ამბებითინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია...
1756367102
ახალი ამბებიცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამა...